მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის შესახებ
მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი არის აკადემიური სივრცე, სადაც ცოდნა, გამოცდილება და ადამიანზე ზრუნვა ერთიან სისტემად ყალიბდება. მიზნად ვისახავთ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და პროფესიულ სტანდარტებს.
მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მთავარი მისიაა მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადება, რომლებიც ფლობენ თანამედროვე ცოდნას და ეთიკურ პასუხისმგებლობას. ამ გზით იგი ემსახურება როგორც ინდივიდუალური პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე ქართული სამეცნიერო სივრცის გაძლიერებასა და გლობალურ აკადემიურ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი აერთიანებს პროფესიონალებს, რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში სწავლებისა და კლინიკური პრაქტიკის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
სწორედ ამ გამოცდილებისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე იქმნება გარემო, სადაც სამეცნიერო ცოდნას წვლილი შეაქვს საზოგადოების მენტალური და ემოციური კეთილდღეობის განვითარებაში.
ჩვენი გუნდი

მაია (მარინე) ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი (ECP, ECIP MD, ფსიქოთერაპიის ეროვნული და ევროპული სერტიფიკატების მფლობელი), ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეროვნული დელეგატი საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP წევრთა კომიტეტის ექსპერტი, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი.

ანანო ნიაური
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) ეთიკის ოფიცერი, სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ნინო კობახიძე
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი; ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECP, ECIP); ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის კვლევითი კომიტეტის ინდივიდუალური წევრი; მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი (MSc).

მარიამ გოჩაძე
განათლება 2014-2016– კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი 2012–2016 – პოსტდიპლომური განათლება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში სერტიფიკატები და აკრედიტაციები 2020 – EAIP (European Association for Integrative Psychotherapy) წევრობა 2024 – ECP (European Certificate of Psychotherapy) პროფესიული გამოცდილება 2014 წლიდან დღემდე – ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“ – სასწავლო მიმართულებების კოორდინატორი 2015 წლიდან დღემდე – სასკოლო თემთან და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე ფსიქოლოგი/ფსიქოკონსულტანტი 2017 წლიდან დღემდე- ფსიქოთერპიის ქართული ფედერაცია “დენდრონი” – ტრენერი და ფსიქოთერაპევტი. სამუშაო არეალი: ინდივიდუალური ფსიქოთერაპია ჯგუფური ფსიქოთერაპია წყვილთა და ოჯახური ფსიქოთერაპია მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობა

ვასილ კორთხონჯია
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების და სტუდენტური ჩართულობის კოორდინატორი. ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECIP). სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი, სპეციალობით ფსიქოლოგი.