
პროგრამის აღწერა
პროგრამის სახელწოდება: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპია
საგანმანათლებლო საფეხური: დიპლომის შემდგომი განათლება
პროგრამაზე მიღების წინაპირობა: სულ მცირე ბაკალავრის ხარისხის ფლობა სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში
პროგრამა განკუთვნილია:
- ფსიქოლოგებისთვის
- ექიმებისთვის
- პედაგოგიკის, სოციალური მუშაობის, სოციოლოგიის, განათლების მეცნიერების ბაკალავრებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის
- ადამიანის ქცევისა და განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის
პროგრამის ხელმძღვანელი: მაია (მარინე) ბეგშვილი MD, ECP, ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეროვნული დელეგატი საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP წევრთა კომიტეტის ექსპერტი, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის (NUO), ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია ,,დენდრონის” პრეზიდენტი
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის კომპონენტები:
- თეორიული სწავლება
- პირადი თერაპია
- კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ
- სუპერვიზია
პრორგამის მიზნები: პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები ბავშვებთან და მოზარდებთან ეთიკური და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული მუშაობისთვის.
პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების მეთოდების ათვისებას და მუშაობას სუპერვიზიის ქვეშ ფსიქოლოგიური საჭიროებების ამოსაცნობად და სამკურნალოდ.
პროგრამა ეყრდნობა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) სტანდარტებს ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს სპეციალისტების მომზადებას ბავშვების და მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მზარდი საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
გამოყენებული სწავლების მეთოდები საშუალებას აძლევს მონაწილეებს შეიძინონ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის სპეციალური კომპეტენცია.
პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეთათვის იმ უნარების გადაცემას, რომელიც საჭიროა ადრეული ინტერვენციის და სისტემური მიდგომის გასატარებლად.
სწავლის მეთოდები და აქტივობები:
- თეორიული სწავლება – ლექცია, ლიტერატურასთან მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.
- პრაქტიკული უნარების ათვისება – კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ, სუპერვიზია, შემთხვევის ანალიზი.
- პიროვნული ზრდა და განვითარება – ინდივიდუალური თერაპია, ჯგუფური თერაპია.
პროგრამის შედეგები:
- პროგრამის კურსდამთავრებული სიღრმისეულად იცნობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის თეორიულ საფუძვლებს და ინტერვენციის მეთოდებს.
- იცნობს ადამიანის ასაკობრივი და სექსუალური განვითარების კანონზომიერებებს, შეუძლია შეაფასოს კონკრეტული შემთხვევის შესაბამისობა ნორმასთან და ამოიცნოს კლინიკური შემთხვევები.
- გამოვლენილ პრობლემასთან ფსიქოთერაპიული მუშაობა.
- იცნობს ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს განსაზღვრავს სათანადო სპეციალისტის ჩართვის საჭიროებას და მუშაობს მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
- შეუძლია ბავშვის მდგომარეობის შეფასება. არსებობის შემთხვევაში კოგნიტური განვითარების შეფერხების გამოვლენა, მშობლის ფსიქოთერაპიული კონსულტაცია.
- კვლევითი საქმიანობის წარმოება.
- კურსდამთავრებული აცნობიერებს განახლებად ცოდნასთან და დარგის უახლეს მიღწევებთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობას. შეუძლია სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება ახალი ცოდნის შეძენა და კრიტიკულად შეფასება.
- კურსდამთავრებულის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება დარგის ევროპული ფლაგმანების (EAP, EAIP) დამკვიდრებულ სტანდარტს და შეუძლია შესაბამისი პოზიციონირება საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.
დასაქმების სფეროები:
- როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა აღზრდა-განვითარებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები/ორგანიზაციები
- კლინიკები, ჯანმრთელობის დაცვის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები
- ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისები
- საგანმანათლებლო დაწესებულებები
- ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრები, პენიტენციური დაწესებულებები
- კვლევითი დაწესებულებები და საექსპერტო დაწესებულებები
- კერძო პრაქტიკა
მისანიჭებელი სტატუსი:
სწავლის პირველი წლის დასრულების შემდგომ: ბავშვთა და მოზარდთა კონსულტანტი
სწავლის მეორე წლის დასრულების შემდგომ: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოსოციალური ინტერვენციის სპეციალისტი
სწავლის მესამე წლის დასრულების შემდგომ: ბავშვთა და მოზარდთა პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი
სწავლის მეოთხე წლის დასრულების შემდგომ: ბავშვთა და მოზარდთა ასოცირებული ფსიქოთერაპევტი
სწავლის მეხუთე წლის დასრულების შედგომ: ბავშვთა და მოზარდთა სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი
სწავლების პირველი წელი: ბავშვთა და მოზარდთა კონსულტანტის კომპეტენციებიში შედის:
- შეძლებენ განვითარების თეორიების ანალიზსა და გამოყენებას ბავშვებსა და მოზარდებთან შეფასებისა და თერაპიული მუშაობის დროს.
- შეიძენენ განვითარების ნიმუშებისა და ურთიერთობის დინამიკის ამოცნობის უნარს ბავშვებთან და მოზარდებთან კლინიკური მუშაობის დროს.
- შეიძენენ განვითარების თეორიების ინტეგრირების უნარს თერაპიული გეგმების შემუშავებისა და ბავშვის საჭიროებების შეფასებისას.
- შეძლებენ განვითარების ნორმისა და ადაპტურობის გარჩევას.
- შეძლებენ განვითარების სირთულეების ადრეული ნიშნების ამოცნობას.
- შეძლებენ კონსულტაცის პროცესის ზოგადი სტრუქტურის გააზრებას.
- შეძლებენ კლინიკური შემთხვევის ანალიზს.
- შეძლებენ ქეისის ფენომენოლოგიურ ანალიზს.
- შეძლებენ ავთენტური თერაპიული სტილის შემუშავებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად.
- შეძლებენ ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობის შეფასებას და მათთან მუშაობას.
რას მიიღებს მონაწილე პროგრამის განმავლობაში?
✔ ეტაპობრივ პროფესიულ განვითარებას — კონსულტანტიდან დამოუკიდებელ ფსიქოთერაპევტამდე
✔ ღრმა ცოდნას ბავშვისა და მოზარდის განვითარებისა და ფსიქოპათოლოგიის შესახებ
✔ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიული მიდგომების პრაქტიკულ გამოყენებას
✔ რეალურ კლინიკურ პრაქტიკას სუპერვიზიის ქვეშ
✔ პროფესიულ იდენტობას, ეთიკური და პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარს
პროგრამის დაწრულების შემდეგ:
- კურსდამთავრებული მიიღებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტის სერტიფიკატს
- ექნება შესაძლებლობა განახორციელოს დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკა შესაბამისი კომპეტენციების ფარგლებში.
- პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება ენიჭება სწავლა განაგრძოს პროგრამის მეორე წელზე და მიიღოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოსოციალური ინტერვენციის სპეციალისტის სტატუსი.