პროგრამის აღწერა

პროგრამის სახელწოდება: მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში

საგანმანათლებლო საფეხური: დიპლომის შემდგომი განათლება

პროგრამაზე მიღების წინაპირობა: ბაკალავრის, მაგისტრის ან/და დოქტორის ხარისხის ფლობა ფსიქოლოგიაში

პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა გოგიჩაშვილი პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება საქართველოს სახვადასხვა უნივერსიტეტში.

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის საათობრივი მოცულობა:

200 კონტაქტური აკადემიური საათი

300 ლიტერატურასთან დამოუკიდებელი მუშაობის საათი

პროგრამის კომპონენტები:

თეორია/მეთოდოლოგია:

  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტირების თავისებურებები
  • ოჯახთან ფსიქოლოგიური კონსულტირების თავისებურებები
  • კონსულტირება კრიზისული მდგომარეობებისას (სტრესი, ტრავმა)
  • ფსიქოკონსულტირება ფსიქოპათოლოგიების არსებობისას (ფსიქოპათოლოგიის იდენტიფიცირება და გადამისამართების პროტოკოლი)
  • პიროვნება, განვითარების თეორიები, განვითარების ეტაპები
  • ფსიქოკონსულტანტის ეთიკური და სამართლებრივი ცნობიერება (ეთიკური და სამართლებრივი ნორმები ფსიქოკონსულტირების წარმოებისას)
  • ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული გამოწვევები, 
  • თანამედროვე კონსულტირების თეორიები, სტრუქტურირებული და ღრმა

პრორგამის მიზნები და ამოცანები: 

პროგრამის “მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში” მიზანია მონაწილეებს გადასცეს ეთიკური და სამეცნიერო სტანდარტებზე დაფუძნებული ფსიქოკონსულტირების წარმოების პრაქტიკული უნარები და თეორიული ცოდნა.

სასწავლო პროგრამის ამოცანაა კვალიფიციური ფსიქოკონსულტანტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა  ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და გამოწვევის ეფექტიან მართვას.

სასწავლო კურსი ორიენტირებულია სტუდენტს შესძინოს კლიენტის მდგომარეობის შეფასების, ფსიქოლოგიური დახმარების, პროცესის დაგეგმვისა და ეფექტიანი ინტერვენციისთვის საჭირო კომპეტენცია.

პროგრამა უზრუნველყოფს მსმენელებისთვის  პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და პრაქტიკული გამოცდილების ათვისებას.

სასწავლო პროგრამის ამოცანაა სტუდენტს დაეხმაროს ფსიქოკონსულტირების არსის, მისი შესაძლებლობებისა და პროფესიული საზღვრების გააზრებში. ეფექტიანი პროფესიული კომუნიკაციის უნარის განვითათარებაში; კონსულტაციური ინტერვიუს პროცესის წარმართვაში, რაც მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას, კითხვების სწორ ფორმულირებას, აქტიურ მოსმენასა და პროცესში ემპათიის გამოყენებას. 

კურსი მსმენელს საშუალებას აძლევს შეისწავლოს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის (ბავშვები, მოზარდები, ხანდაზმულები) ფსიქოლოგიური თავისებურებები და შეძლოს მათზე ოჯახური და სოციალური ურთიერთობების გავლენის ანალიზი.

ეს პროგრამა შექმნილია იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც ცდილობენ მაღალი სტანდარტით პრაქტიკულ მუშაობას ფსიქოკონსულტირებაში. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები ეთიკური და სამართლებრივი კომპეტენციები ეფექტიანი და პასუხიმგებლიანი მუშაობისთვის.ინტერაქციული ლექცია

სწავლის მეთოდები და აქტივობები:

თეორიული სწავლება: 

ინტერაქციული ლექცია

ლიტერატურასთან დამოუკიდებელი მუშაობა

პრაქტიკული უნარების ათვისება: 

შემთხვევის ანალიზი (Case Study)

დისკუსიაში მონაწილეობა

ჯგუფური მუშაობა

პიროვნული ზრდა და განვითარება: 

თვითრეფლექსიის წარმოება

პროგრამის სასწავლო შედეგები:

– პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ეფექტური სამუშაო ალიანსის ჩამოყალიბება. ამყარებს პროფესიულ, ეთიკურ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას კლიენტთან პირველადი კონტაქტიდან სრული მოცულობით სამუშაოს დასრულებამდე.

– პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია პიროვნების განვითარების ეტაპების შეფასება და მისი გათვალისწინება სამუშაო სტრატეგიის შესამუშავებლად.
ის ითვალისწინებს პიროვნების განვითარების ეტაპებს  და ასაკობრივ კრიზისებს კონსულტაციური პროცესის დაგეგმვისას.

– კურსდამთავრებულს შეუძლია კონსულტაციური ინტერვიუს ჩატარება, სტრუქტურირებული და ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუირების ტექნიკების გამოყენება ინფორმაციის ეფექტურად მოსაპოვებლად მისი შემდგომი ანალიზისა და შესაბამისი ინტერვენციის შემუშავებისთვის.

– კურსდამთავრებული მუშაობს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან: ბავშვებთან, მოზარდებთან, ზრდასრულებსა და ხანდაზმულ პირებთან ასაკის სპეციფიკის გათვალისწინებით. 

– კურსდამთავრებულს შეუძლია სტრესთან და კრიზისულ მდგომარეობებთან მუშაობა, სტრესის წყაროების ამოცნობა და მხარდამჭერი კონსულტაციური ინტერვენციების გამოყენება.
ფლობს უსაფრთხო და სტაბილიზაციაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების მეთოდებს ტრავმული გამოცდილების მქონე კლიენტებთან მუშაობისას.

– ახორციელებს კონსულტაციურ დიაგნოსტიკას, ფსიქოდიაგნოსტიკას. აყალიბებს სამუშაო ჰიპოთეზებს და კონსულტაციის მიზნებს კლიენტის საჭიროებების შესაბამისად.

– ახდენს ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და ანალიზს: ემოციური, კოგნიტური და ქცევითი მდგომარეობის ანალიზს ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით. მუშაობის პროცესში იყენებს ინტეგრირებულ ინტერვენციებს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებიდან რომელიც გამიზნულია ფსიქოკონსულტირებისთვის.

– აანალიზებს ოჯახურ ურთიერთობებს და იყენებს ოჯახის ფსიქოკონსულტირების ძირითადი მიდგომებს.

– პროგრამის კურსდამთავრებული დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ქეისის ორგანიზებას: დაგეგმვას და მართვას. ადგენს კონსულტაციის პროცესის გეგმას, აწარმოებს დოკუმენტაციას და ეწევა პროფესიულ რეფლექსიას. მუშაობის პროცესში იცავს ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს.

– იცავს საკუთარ პროფესიულ საზღვრებს და შეუძლია მულტიდისციპლინურ გუნდთან მუშაობა.
აცნობიერებს სუპერვიზიისა და უწყვეტი პროფესიული განათლების აუცილებლობას.

ცოდნის შეფასების სისტემა:

სერტიფიკატის გაცემის აუცილებელი წინაპირობაა პროგრამის მოდულების სულ მცირე 80%-ზე დასწრება და სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლა. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები გადიან სერტიფიცირების პროცესს. პროცესი მოიცავს ორ ნაწილს: ზეპირ გამოცდას და ქეისის განხილვას. სერტიფიცირების პროცესი ამოწმებს მონაწილეთა მიერ პროგრამის თეორიული მასალის ათვისებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს.

დასაქმების სფეროები: 

  • ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო ცენტრები
    ინდივიდუალური, ოჯახური და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების პრაქტიკა.
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები
    სკოლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები -მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან საკონსულტაციო მუშაობა.
  • ბავშვთა და მოზარდთა მხარდაჭერის სერვისები
    სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები.
  • ჯანდაცვის დაწესებულებები (არასამედიცინო პოზიციებზე)
    მულტიდისციპლინურ გუნდებში ფსიქოკონსულტანტის როლით.
  • სოციალური მომსახურების სფერო
    მუნიციპალური და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახებთან, კრიზისულ ჯგუფებთან და მოწყვლად მოსახლეობასთან.
  • ორგანიზაციები და კორპორატიული სექტორი
    თანამშრომელთა კეთილდღეობის, სტრესის მართვისა და საკონსულტაციო მხარდაჭერის პროგრამები.
  • სარეაბილიტაციო და კრიზისული ცენტრები
    ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინდივიდებისა და ოჯახებისთვის.
  • კერძო პრაქტიკა
    ფსიქოკონსულტანტის დამოუკიდებელი პრაქტიკა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

მისანიჭებელი სტატუსი:

სერტიფიცირებული ფსიქოკონსულტანტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

551 11 59 09

iimsgeorgia@gmail.com