უმნიშვნელივანესია მშობლის, სკოლის, მასწავლებლების და უახლოესი გარემოს როლი ძალადობის პრევენციაში.

ვიწყებთ ფსიქოგანათლების კამპანიას ბავშვების დასაცავად
უსაფრთხობავშვობა რომლის ფარგლებშიც გაგიზიარებთ რეკომენდაციებს ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ.

ბავშვის სექსუალური ძალადობისგან დაცვა იწყება ინფორმირებული მშობლით, ღია კომუნიკაციით და უსაფრთხო გარემოთი.

ამ კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე:

  • როგორ შევქმნათ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ბავშვთან
  • როგორ ვასწავლოთ სხეულის პირადი საზღვრები
  • როგორ განუვითაროთ ბავშვს თავის დაცვის უნარები
  • როგორ დავიცვათ ბავშვი ონლაინ სივრცეში
  • როგორ ამოვიცნოთ საგანგაშო ნიშნები
  • როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ძალადობის შესახებ გვიყვება

კამპანიის ფარგლებში გაგიზიარებთ საგანმანათლებლო პოსტებს, რეკომენდაციებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

ბავშვების დაცვა იწყება ცოდნით!

  • ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი არასოდეს ხმაურდება ბავშვები ხშირად დუმან შიშის, სირცხვილის ან ზეწოლის გამო.
  • ძალადობა უმეტესად ხდება ბავშვისთვის ნაცნობ გარემოში და ნაცნობი ადამიანების მხრიდან.
  • ციფრულმა სივრცემ გაზარდა ონლაინ-გრუმინგის და სექსუალური შანტაჟის რისკები.
  • ძალადობის შედეგები გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თვითშეფასებაზე, სწავლაზე და მომავალ ურთიერთობებზე.
  • ფსიქოგანათლება ამცირებს ძალადობის რისკს, ზრდის ბავშვის თავდაცვის უნარს და აძლიერებს ოჯახურ ნდობას.

ბავშვების დაცვა არ არის მხოლოდ ოჯახური საკითხი – ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა.