როგორ დავიცვათ ბავშვი სექსუალური ძალადობისგან?
აუხსენით ბავშვს სხეულის საზღვრები
3-4 წლის ასაკიდან ბავშვმა უნდა იცოდეს რომ სხეული თავისი პირადი სივრცის ნაწილია.
აუხსენით, რომ სხეულის გარკვეული ნაწილები პირადია.
ასწავლეთ, რომ არასასურველ შეხებაზე შეუძლია თქვას „არა“ მათ შორის უფროსებთან.
- ყველა სახის შეხება მისაღები არ არის.
- მისაღები შეხებაა მაგალითად ჩახუტება ბავშვის თანხმობით.
- მიუღებელი შეხებაა ნებისმიერი უსიამოვნო ან მტკივნეული შეხება.
- შეხება არ უნდა ხდებოდეს გასაიდუმლოების / საიდუმლოდ შენახვის თხოვნით ან მოთხოვნით.
ასწავლეთ: ნებისმიერი შეხება, რომელიც ბავშვს არ სიამოვნებს მიუღებელია!
მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი აგრძელებს ფსიქოგანათლების კამპანიას უსაფრთხო ბავშვობა.
ბავშვის ძალადობისგან დაცვა არ არის მხოლოდ ოჯახური საკითხი, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა.