თუ შენ ხარ ფსიქოთერაპევტი ფსიქოლოგი ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა დარგის წარმომადგენელი და ახლა პროფესიული გზის დასაწყისში ხარ,
გაქვს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლიბა და გსურს ჩამოყალიბდე სპეციალისტად, რომელიც მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით მუშაობს ეს რჩევები გაგიადვილებს გზას პროფესიული სრულყოფისკენ:
ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის გზის დასაწყისი ხშირად ერთდროულად არის ინსპირაციულიც და რთულიც.
ბევრ ახალგაზრდა სპეციალისტს უჩნდება კითხვები საკუთარ თავთან: „ვაკეთებ სწორად?“, „საკმარისად მზად ვარ?“
ეს ბუნებრივია. სწორედ ამ ეტაპზე იწყება გზა დამწყებიდან ნამდვილ პროფესიონალამდე.
რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა დამწყები სპეციალისტებისთვის:
1. არასოდეს შეწყვიტო სწავლა
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო მუდმივად ვითარდება.
წაიკითხე თანამედროვე კვლევები, დაესწარი ტრენინგებს, კონფერენციებს, სემინარებს.
პროფესიონალი სპეციალისტი სწავლობს
მთელი ცხოვრების განმავლობაში.
2. მოძებნე კარგი სუპერვიზორი
სუპერვიზია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პროფესიული ზრდისთვის. სერტიფიცირებულ სუპერვიზორთან მუშაობა დაგეხმარება:
უკეთ გააანალიზო პროცესები
თავიდან აიცილო შეცდომები
შეინარჩუნო პროფესიული სტანდარტი
3. ნუ დაკარგავ მოტივაციას
თითოეული პაციენტი, რომელსაც ეხმარები სასიკეთო ცვლილებებში ამართლებს შენს შრომას და შენ მიერ გაღებულ ძალისხმევას.
4. ეთიკა არის პროფესიის საფუძველი
პატივი ეცი ეთიკის სტანდარტებს, მათ შორის:
კონფიდენციალურობა
პროფესიული საზღვრები
კლიენტის ღირსება
5. არასოდეს გააზვიადო შენი შესაძლებლობები და კვალიფიკაცია
შენ გაქვს უფლება საკუთარი საქმიანობისას აკეთო ის საქმე რომელიც შეესაბამება შენს ამჟამინდელ განათლებას და გამოცდილებას.
სხვა სპეციალისტის კომპეტენციის მითვისება არ გხდის უკეთეს სპეციალისტად პირიქით, ეს ეჭვქვეშ აყენებს შენს პროფესიულ ავტორიტეტს.
გაუზიარე ინფორმაცია მათ, ვისთვისაც შეიძლება სასარგებლო იყოს.
#მენტალურ #მეცნიერებათა #ინსტიტუტი #ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია
#მოტივაცია