იცოდეთ რისკის სიგნალები

სექსუალური ძალადობის ნიშნები შეიძლება იყოს:

უეცარი შიში კონკრეტული ადამიანის მიმართ

ძილის ან კვების დარღვევა

ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალური ქცევა

განწყობის მკვეთრი ცვლილებები

სხეულის დაზიანებები რომლის მიზეზიც გარკვეული არ არის ან ტკივილის ჩივილი

ნებისმიერი ასეთი ცვლილება საჭიროებს ყურადღებას და პროფესიონალურ შეფასებას.

თუ ეჭვი გაგიჩნდათ იმოქმედეთ დაუყოვნებლივ! კვლევები აჩვენებს, რომ სწრაფი რეაგირება ამცირებს ტრავმის სიმძიმეს.

მოუსმინეთ ბავშვს ბოლომდე

არ დაადანაშაულოთ

მიმართეთ სპეციალისტს (ფსიქოლოგი, სოციალური სამსახური, სამართალდამცავი ორგანო).

ბავშვის ძალადობისგან დაცვა არ არის მხოლოდ ოჯახური საკითხი, ეს არის #სოციალურიპასუხისმგებლობა