ერთი საუბარი, უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ბულინგის შესაჩერებლად.
ბულინგი არის განმეორებითი აგრესიული ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის დამცირებას, დაშინებას ან გარიყვას.
იუნესკოს მონაცემების (Behind the numbers: Ending school violence and bullying) მიხედვით, ბავშვები, რომლებიც განიცდიან სისტემატიურ ბულინგს სამჯერ უფრო მეტად გრძნობენ თავს გარიყულად და ორჯერ უფრო ხშირად აცდენენ სკოლას ვიდრე ისინი, რომლებიც ბულინგს არ განიცდიან.
ბულინგი გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე. კვლევის თანახმად, ყოველი მესამე მოსწავლე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ბულინგის მსხვერპლი სკოლაში.
ბულინგი შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ქმედებებით:
ფიზიკური – დარტყმა, ბიძგი, ნივთების წართმევა
ვერბალური – დაცინვა, შეურაცხყოფა, მუქარა
სოციალური – გარიყვა, უგულებელყოფა, ჭორები, მეგობრების ჩამოშორება
კიბერბულინგი – შეტყობინებები, სოციალური ქსელები, ონლაინ დამცირება
ბულინგის ნიშნები
მშობლებმა და მასწავლებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ:
სკოლაში წასვლის შიში
მოულოდნელი სევდა ან შფოთვა
მეგობრებისგან დისტანცირება
სწავლის მოტივაციის შემცირება
დაკარგული ან დაზიანებული ნივთები
ბულინგი არ არის „უბრალო ხუმრობა“. ის შეიძლება სერიოზულად აზიანებდეს ბავშვის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, თვითშეფასებას და განვითარებას.
ძალადობისგან ბავშვების დაცვა არ არის მხოლოდ ოჯახური საკითხი ეს არის