მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი საერთო კეთილდღეობის ფუნდამენტური კომპონენტია. ფსიქიკის მდგომარეობა განსაზღვრავს, თუ როგორ:

– ვაზროვნებთ

– აღვიქვამთ სამყაროს

– ვამყარებთ ურთიერთობებს

– და რამდენად ეფექტურად ვუმკლავდებით ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ორი იზოლირებული მოცემულობა;

მეცნიერუალდ დადასტურებულია, რომ ისინი ერთიანი, განუყოფელი ბიოლოგიური სისტემების ნაწილია. ჩვენი ორგანიზმი ფუნქციონირებს როგორც მთლიანობა, სადაც ფსიქიკური და ფიზიოლოგიური პროცესები მუდმივ ინტერაქციაშია.