ნაწილი 3
ბავშვის უსაფრთხოება იწყება ნდობით
მშობლებს რთული გამოცდილების შესახებ ყველაზე ხშირად უყვებიან ის ბავშვები, რომლებიც მათთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
როგორ შევქმნათ ნდობა?
მოუსმინეთ ბავშვს ყურადღებით
არ გააკრიტიკოთ მისი ემოციები
ხშირად უთხარით რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი შეუძლია მოგიყვეთ.
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს რომ ის არასოდეს დარჩება მარტო.
მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი აგრძელებს ფსიქოგანათლების კამპანიას #უსაფრთხობავშვობა
კამპანია ემსახურება ცნობიერების ამაღლების გზით ბავშვებზე ძალადობის რისკების შემცირებას და მშობლების მხარდაჭერას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების გამომუშავებაში. კამპანიის პირველი ნაწილი ეთმობა სექსუალური ძალადობის პრევენციას.
ძალადობისგან ბავშვების დაცვა არ არის მხოლოდ ოჯახური საკითხი ეს არის
#სოციალურიპასუხისმგებლობა