პროფესიული პასუხისმგებლობა ყველაზე მაღალი სტანდარტია!

მენტალური ჯანმრთელობის დარგები, ფსიქოთერაპია ფსიქოკონსულტირება, ფსიქიატრია და სხვა ეხება ადამიანის ყველაზე მგრძნობიარე სამყაროს.

ამიტომ აუცილებელია:

იცოდე საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები.

საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართე კლიენტი მომიჯნავე დარგის სპეციალისტთან თუ მის კვალიფიკაციასაც უფრო მეტად შეესაბამება პრობლემის არსი მაგალითად ფსიქოკონსულტირებიდან ხშირად საჭიროა გადამისამართება ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან, ნევროლოგთან, ნარკოლოგთან, ენდოკრინოლოგთან და სხვა,

გადაამოწმე და დასვი კითხვები საკითხებზე, რომელიც კარგად არ გესმის. გამოცდილების გაზიარება უფრო გამოცდილი სპეციალისტებისგან ბუნებრივია. არ არის სირცხვილი თუ ყველაფერი უნივერსიტეტის დასრულებისთანავე არ იცი, არ დააზიანო კლიენტი. მუდმივად იმუშავე საკუთარ თავზე, დასვი კითხვები კოლეგებთან და გაიზიარე მათი გამოცდილება.

თუ ქეისზე მუშაობის პროცესში თავს არ გრძნობ მზად იმისთვის რომ კონკრეტულ საკითხზე იმუშაო, გადაამისამართე.

თუ შენ ახლა ამ გზის დასაწყისში ხარ გახსოვდეს:

პროფესიონალიზმი იწყება პასუხისმგებლობით.